ნიჭიერი – პირველი გადაცემის მიმოხილვა
ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი გახდა… განაგრძეთ კითხვა
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა
რუსთავი 2-ზე უკვე მესამედ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუ ”ნიჭიერი”, რომლის მიმართაც მოლოდინი ყოველთვის დიდია.
პირველი გადაცემის დროს ბლოგის Draft-ში ვინიშნავდი იმ განცდებს რასაც გამომსვლელები იწვევდა ჩემში, რომ შემდეგ პოსტისთვის გამომეყენებინა … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ის, რაც გვიმსუბუქებს ორშაბათის “სიმძიმეს”. დაიწყო ის, რასაც თვეებია ველოდებით. დაიწყო ის, რასაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ გამოტოვებს!
დღეიდან, ყოველი სამშაბათი დღე, განხილვებს და მონაწილეების შეფასებას მიეძღვნება. სკოლებში, გაკვეთილის მოსმენის ნაცვლად, რომელიმე მონაწილეს განვიხილავთ. სამსახურებში, განცხადებების დროულად შევსების მაგივრად, თანამშრომლებს შთაბეჭდილებების შესახებ მოვუყვებით. ერთი სიტყვით, … განაგრძეთ კითხვა
მაშ ასე, დაიწყო 2012 წლის ყველაზე ნიჭიერი სეზონი და ორშაბათის ციებ–ცხელება, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა. ყოველ შემთხვევაში, ანონსი და შოუს წინა სამზადისი ძალიან დამაიმედებელ–დამაინტრიგებელი ჩანდა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ზედმეტად გაბუქებულმა და გაპიარებულმა დასაწყისმა ცოტა … განაგრძეთ კითხვა
შოუს დასაწყისშივე ნათქვამი სიტყვები: “ეს ტალანტ შოუ მსოფლისო 45ქვეყანაში ტარდება, მათ შორის ქართული “ნიჭიერი” ყველაზე წარმატებულია. აქ ნიჭიერს ყველაზე მეტად ელოდებიან”.
არ ვუარყოფ, სიმართლეა
, თუმცა მაინც საკითხვავია, თუ რატომ? რატომ ველოდებით?! განაგრძეთ კითხვა
დავიწყოთ იმით, რაც ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან – ძალიან მიყვარს ყველანაირი ტალანტ და რეალითი შოუ. ბრიტანული და შემდეგ უკვე ამერიკული “got talent”-ის ყველა სეზონის ყველა ეპიზოდი მაქვს ნანახი, აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ მის სპეციფიკას და ყველა დეტალს.
ქართული “ნიჭიერი” როგორც მოგეხსენებათ განაგრძეთ კითხვა
19 მარტს, ორშაბათს, რუსთავი 2-ის ეთერში “ნიჭიერის” ახალი სეზონის პირველი გადაცემა გავიდა.
პირველი გადაცემით თუ ვიმსჯელებთ, წინ 3 თვის განმავლობაში ბევრი საინტერესო ორშაბათი გველოდება(22:00 საათზე, რუსთავი 2-ის ეთერში). ვიხილეთ 25 კონკურსანტი, აქედან 13 მეორე ტურში გადავიდა. განაგრძე კითხვა
საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი რომ ახალს ვერაფერს ვნახავდი არ გამართლდა. დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილის ყურებისას მსგავსი შეგრძნება დამრჩა: „ეს ხომ უკვე ნანახი მაქვს…“ . მაგრამ ბოლო ნაწილმა მთლიანად შემაცვლევინა აზრი. დღეს ბევრი ახალი, ორიგინალური და კრეატიული ნომერი ვნახეთ და იმედია შემდეგ გადაცემებშიც ასე იქნება. რაც შეეხება მონაწილეებს, შევეცდები ყველაზე გამორჩეულებზე გავამახვილო ყურადღება განაგრძე კითხვა
ჩვენი დღევანდელი სტუმარი ბლოგერი ადო ბერიკელაშვილია (Ado Doodlez):
მოგესალმებით, მე ვარ ადო, 22 წლის, ავტორი ადო’ს პირადი ბლოგის. ვწერ ყველაფერზე რასაც კი ოცნება, ფიქრები დაინტერესები შთამაგონებს, ან უბრალოდ საკუთარი შეხედულების გაზიარება მსურს მკითხველისთვის კონკრეტულ ფაქტსა და მოვლენაზე. იშვიათად პატარა მოთხრობებს ვწერ, რომლებიც ყავასთან ერთად სასიამოვნო წასაკითხია, მშვიდი და საოცნებო გარემო ბლოგზე შემოსვლისთანავე იგრძნობთ.
ადოს ბლოგი: http://adolis.wordpress.com/
პროლოგის “პონტში”: ხშირად ამბობენ სტერეოტიპულად მოაზროვნენი და განაზოგადებენ – “ქალებს სერიალების ყურება უყვართ, კაცებს კი ფეხბურთის და ყოველთვის ჩხუბობს ეს ორი სქესი, თუ რომელი რომელს უყურებს”. მე კი რატომღაც ამ კატეგორიას არ მივეკუთნები, სადაც უნდათ იქ გადართონ. წლებია ტელევიზორს არ ვუყურებ, მხოლოდ ვუსმენ, ესეც იმის გამო, რომ ყოველთვის ჩართულია და რომელიმე ოჯახის წევრი სერიალს, ან ფეხბურთს უყურებს. ერთადერთი გადაცემა მომწონს, რომელსაც სიამოვნებითა და ძალიან დიდი მოლოდინით ველი ხოლმე. 2 წელია რაც ჩემი მოწოდება, როცა ნიჭიერი იწყება ასეთია: – გადართეთ რუსთავი ორზე, “ნიჭიერი” დაიწყო! მერე კი სერიალიც და ფეხბურთიც უკანა პლანზე იწევს და მთელი ოჯახი ნიჭიერის ყურებას ვიწყებთ.
“ნიჭიერის” ახალი სეზონის დაწყებას, განსხვავებით სხვა წლებისგან, კლუბ სენატში, ნიჭიერის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად აღმოვჩნდი/შევხვდი და არა სახლში ოჯახის წევრებთან. სხვათა შორის, წინა წლებისგან განსხვავებით ჯერაც არ მქონდა გააზრებული, რომ საყვარელი გადაცემა იწყებოდა. რეკლამისთვისაც არ მომიკრავს თვალი, ან იმის ბრალი შეიძლება იყოს რომ ტელევიზორს არ ვუყურებ. თუმცა ინტერნეტშიც არ შემჩეხებია რაიმე ანონსის მაგვარი, გარდა ბოლო დღეებში, ყველაზე მომგებიანი რეკლამა. აქ ბარემ თამამად ვიტყვი, რომ სოციალურ მედია კარგად მუშაობს.
წამყვანები: იმდენად ეიფორიული სთენდაფით (კარგი მონტაჟი) გაიხსნა ნიჭიერის სეზონი, რამის მართლა დავიჯერე რომ თიკა ფაცაცია თვითმფრინავს მართავდა და აი აქ ამენთო ნათურა თავში, მივხვდი რის გამო მივსულვარ კლუბში.
ჟიური კვლავ ვანო, სოფო და გეგაა. ჯერ ნაადრევია დასკვნის გამოტანა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ გეგამ ყველაზე მკაცრი ჟიურის იმიჯი დაკარგა, ყოველშემთხვევაში პირველი გადაცემიდან ასე ჩანს – გეგას, ნიშა დაემხო. ეს ის გეგა აღარაა, მხოლოდ მიმიკებით გამოხატავს უკმაყოფილებას, ან შეძახილით “აპ, აპ, აპ, აპ”.
“მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ულამაზესი მომღერალი სოფო ნიჟარაძე” უკაცრავად ვანიკო, აქ დაგავიწყდა გეთქვა – მოცეკვავე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე. უბრალოდ შეხედე რა კარგად ცეკვავს, ჩქარებიც სცოდნია და ნელებიც, ევროპულებს და ინდურებსაც კარგად ფლობს თურმე =]
სოფო მეტად დახვეწილია წელს. მომცინარი, ობიექტური, აცეკვებული და ნაკლებად სენტიმენტალური უკეთესია. ოღონდ გადაეცით რომ დახვეული თმა საშინლად არ უხდება!
ოჰოჰო, ნომერი მესამე ჟიური, ნომერი მესამე კი არა პირველი. დიახ, ნომერი პირველი – ვანო ჯავახიშვილი. დემოკრატიის არა, მაგრამ კარგი იუმორის შუქურა ნამდვილადაა და კვლავაც ძალზედ უხდება ნიჭიერის ჟიურის ამპლუა. ერთი სიტყვით, ნიჭიერის ჟიურიში ვანო არის ყველაზე კარგი. მის გამომეტყველებებს დახედეთ და დარწმუნდებით.
მონაწილეები:
TSU art – სცენაზე დანახვისთანავე სკეპტიკურად განვეწყვე, იმდენი მილით, “თხამტამით” და ინსტრუმენტით გაავსეს დარბაზი მათი შესაძლებლობებით დავეჭვდი. თუმცა მათ მოახერხეს არამარტო ჩემი, არამედ დამსწრე საზოგადოების გაოცებაც. “ექსპერიმენტმა გაამართლა” მართლაც! და მათ პირველი გადაცემის ფავორიტებში, დამსახურებულად შემყავს. სენატში დამსწრე მაყურებელიც სიმპატიით განეწყო, ეკრანის წინ ტაშს ვუკრავდით თითქოს ჩვენს წინ სცენაზე იდგნენ ისინი.
ჯადოქარი ან ქარი (ნიკ მალფოი) – “ექსტრასენსული, თუ ექსტრასენსორული?” “ექსტრასენსორული!” ამ დიალოგისას მალფოი, უბრალოდ დაიბნა. ვამართლებ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მისი გამოსვლა მომეწონა. როცა სოფოს ბავშვობას შეადარა კონკრეტული ფოტო, უკვე დარწმუნებული ვიყავი, მისი გამოსვლა ბოლოსკენ გამაოცებდა და შეგნებულად უსარგებლო ნაწილით ნიღბავდა მთავარ ნაწილს. 2 დღეა ვფიქრობ როგორ შეიძლება ფურცელი ჰაერში შეუხებლად გააჩერო, ან ჰიპნოზი ასეთი ეფექტური იყოს სცენაზე. აუდიტორიას ფლობს, უხდება სცენას, გაგვაოცა. დღის ფავორიტთა შორის, ის ნომერი პირველი მონაწილეა ჩემთვის.
გიორგი წერეთელი – ჟიურის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, არ უნდა გადასულიყო მეორე ტურში. მხოლოდ კის თქმა რომ პროგრამისტმა ფორტეპიანოზე დაუკრა (არც ისე გასაოცრად) არადამსახურებულად მიმაჩნია, მაგრამ ვაღიარებ ვიდეო გაფორმება ძალზედ მოუხდა ნომერს, გაამრავალფეროვნა.
ჰარი პოტერი - ჩემი პირველი რეაქცია მისი დანახვისას: ვაუ, ჰარი. ალბათ იჯადოქრებს, შეიძლება კარტები ააფრიალოს და მსგავსების გამო მაინც გადაიყვანონ ტურში, როგორც შარშან ჯექსონი. აი ცეკვა რომ დაიწყო, მაშინ “wait what?” სახე მივიღე, ორიგინალური ნომერი იყო მომეწონა. მისი პლასტიკითაც მოვიხიბლე.
ინდური ცეკვა - მესმის რომ ვანიკო კარგად გაერთო, დარბაზში დამსწრე მაყურებელიც, მაგრამ კარგად ნამდვილად არ უცეკვიათ სამი კი რომ მიეღოთ. უბრალოდ სცენაზე იტინგიცეს. არ ვეთანხმები ჟიურის გადაწყვეტილებას. საერთოდაც, ცეკვის დროს სინქრონს ყველაზე მთავარ პრინციპად ვთვლი.
ანა ქაშიბაძე - რამდენიმე თვის წინ, მსგავს გოგონას გადავაწყდი რომელიღაც ქვეყნის ნიჭიერში და მოვიხიბლე მისით, სენტიმენტალურობაც ვერ დავმალე. ძალიან გამიხარდა მსგავსი ნიჭის მქონე, ცქნაპა საქართველოს ნიჭიერშიც რომ გამობრწყინდა, მაგრამ ისეთი ეფექტი ვერ მოახდინა, როგორც უკვე კარგად ნაცნობმა სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. აი მაგალითად, პირველ წელს გულნაზი გოლეთიანსა და სუზან ბოილიზე მითქმა-მოთქმა ცხადყოფს, რომ გადაცემის პოპულარობას ასეთი კრიტიკა ხელს უწყობს. ბევრი კომენტარი წავიკითხე გადაცემასთან დაკავშირებით, წერენ რომ ახალს მოელიან, განსხვავებულს და ა.შ. განსხვავებული მონაწილე ანა კი ვერ მიიღეს, არადა ყველაზე განსხვავებული მონაწილეა და საკმაოდაც ნიჭიერი თავის ასაკთან შედარებით. კი, ის ნიჭიერია, რადგან ენაკვიმატია, საოცარი გამბედაობა აქვს ამხელა აუდიტორიის წინაშე ითამაშოს, გამოხატოს უსაზღვრო სითბო. მოკლედ, ანა თუ რაიმე პერფომანსს შემოგვთავაზებს და მხოლოდ ლექსის ემოციურად წაკითხვით არ შემოიფარგლება მეტად გაგვაოცებს შემდეგ ტურში, თავისთავად არ გავბრაზდები გახდეს ის წლის ნიჭიერი.
საბოლოოდ, საღამო სენატში ერთი აღფრთოვანებული შეძახილით დამთავრდა.
მაია ასათიანი ანა ქაშიბაძეს ყვლაზე სენტიმენტალურ გადაცემაში იხმობს.
- ვაიმე, ეს ბავშვი პროფილის შემდეგი სტუმარი იქნება!
ბონუსად ფოტო რომელიც ერთ-ერთმა ფრენდმა მომაწოდა.