ნიჭიერი – 19 მარტიდან!
ინტერნეტ სივრცეში “ნიჭიერის” დაწყების ზუსტი თარიღი გუშინ, ჩვენი ფეისბუქის საშუალებით გავავრცელეთ:
გამოხმაურების მიხედვით, ძალიან ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელოდება მესამე სეზონის ეთერში გასვლას!
ნიჭიერის ბლოგი, დაწყებამდე ერთი კვირით ადრე აქტიური მუშაობის რეჟიმში გადადის და გპირდებით, რომ ყოველ დღე ახალ და საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ ახალი სეზონის შესახებ, საშუალება გექნებათ ნახოთ ის, რასაც ეთერში ვერ ნახავთ და გაეცნოთ იმ აქტივობებს, რაც ინტერნეტ მომხმარებლებთან ერთად იგეგმება სეზონის განმავლობაში. ერთ-ერთ მათგანს სწორედ პირველივე გადაცემის ფარგლებში გთავაზობთ -
როგორც იცით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ კასტინგების სერიებს პროექტის გუნდი ჟიურის წევრებთან ერთად უყურებს. მათ, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს და 19 მარტს, დიდ ეკრანზე უყუროს მესამე სეზონის პირველ გადაცემას, ვთავაზობთ, რომ ზემოთ ნაჩვენები სურათის მსგავსად, გადაიღონ ფოტო, სადაც რაიმე სახით ჩართული იქნება ფრაზა – “ნიჭიერი, 19 მარტიდან!”.
ის სამეული, ვინც ყველაზე ორიგინალურად გვაუწყებს ნიჭიერის დაწყების თარიღს, ორ მოსაწვევს მიიღებს რუსთავი2-ის სამახსოვრო აქსესუარებთან ერთად. ასე რომ, აიღეთ მაგალითი ჩვენი საყვარელი ჟიურის წევრისგან.
*შენიშვნა: პროექტის კონკურსანტებისთვის მონაწილეობა არ შეიძლება.
გამოგზავნა შეგიძლიათ მეილზე – tini@rustavi2.com, ან ფეისბუქზე - http://www.facebook.com/nichieri/app_205521576149308
შემოგვიერთდით, იკითხეთ აქტიურად ბლოგი და ერთად დავიწყოთ მზადება ყველაზე გრანდიოზული, განსხვავებული, ქართული ტელესივრცის ისტორიაში ყველაზე რეიტინგული შოუსთვის!







