დღის არქივი: 7 February, 2012

7 February

კასტინგები გრძელდება!

4 და 5 თებერვალს, რუსთაველის თეატრმა “ნიჭიერის” ახალი სეზონის პირველ კასტინგებს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში, 100-მდე მონაწილე შეაფასეს ჟიურის წევრებმა და გულშემატკივრებმა. ზოგი მათგანი გახარებული და მეორე ტურის საგზურით დაბრუნდა სახლში, ზოგი კი გულდაწყვეტილი. რაც მთავარია, ჟიურიმ უკვე აღმოაჩინა ფავორიტები! წინ კი კიდევ ბევრი მონაწილის გამოსვლა გველოდება…

ჟიურის წევრები წინა სეზონის გამოცდილებით უკვე მომზადებულები დახვდნენ პირველივე კონკურსანტს : ) კულისებში, კასტინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთად ემზადებიან მაყურებელთან და კონკურსანტებთან შესახვედრად, უზიარებენ ერთმანეთს მოლოდინებს. დასრულების შემდეგ კი  -  შთაბეჭდილებებს.
 

 

სამივეს მეტი მოლოდინი აქვს სცენაზე გამომსვლელებისგან, რადგან მათ უკვე ბევრი შთამბეჭდავი ნომერი ნახეს ნიჭიერის სცენაზე. შესაბამისად, მაყურებელიც წინა სეზონის შემდეგ კიდევ უფრო  გაუმჯობესებას, მეტ სანახაობას ელოდება…

სცენაზე გასვლის წინ, კონკურსანტებს თიკა და ვანიკო ამხნევებენ და როგორც ამბობენ, მათთან ერთად განიცდიან მღელვარებას :) ტრადიციულად ეხმარებიან მონაწილეებს  და ხშირად მათი ნომრის თანამონაწილეებიც ხდებიან!

 

კასტინგები გრძელდება. მომდევნო ორ დღეს, 8 და 9 თებერვალს კიდევ ბევრ კონკურსანტს იხილავს რუსთაველის თეატრში შეკრებილი მაყურებელი.

იხილეთ “კურიერის” და “დილა მშვიდობისა საქართველოს” სიუჟეტები პირველ ორ დღესთან დაკავშირებით: