“ნიჭიერის” ორმაგი დარტყმა
ორმაგი შემოთავაზება ყველა დროის ყველაზე რეიტინგული შოუსგან!
თუ შენ ფიქრობ, რომ გყავს ძალიან ნიჭიერი მეგობარი, მეზობელი, მეზობლის ნათესავი ან ამ ნათესავის ქვისლი, კლასელის ძმა და ა.შ. ხშირად გსმენია, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი და იცი, რომ ჯერ არ მიუღია პრექასტინგში მონაწილეობა, თან თვლი, რომ ის აუცილებლად გამორჩეული იქნება ჩვენს შოუში, მაშინ :
- პირველ რიგში, აუცილებლად მოგვწერე ჩვენს იმეილზე (casting@nichieri.ge) მისი მონაცემები, (მოგვიყევით თქვენს პროტეჟეზე, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და დაელოდეთ ზარს “ნიჭიერიდან”)
- შემდეგ მოიყვანე პრექასტინგზე
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პროტეჟე მოხვდება ქასთინგის ეპიზოდში, მიიღე 2 მოსაწვევი ნიჭიერის ყველა კასთინგზე და ლაივზე!!!
“ნიჭიერის” ინტერნეტ-challenge
მეორე შემოთავაზება მათთვის, ვინც ნიჭიერზე cool ტიპია:
- არ იცის სიმღერა (ან იცის, ოღონდ თავისებურად)
- არ ეხერხება ილუზიონისტობა, (და არც უნდა, რომ ეხერხებოდეს)
- არ შეუძლია მუშტი ჩაიდვას პირში, (ან პირიქით შეუძლია 2 ერთად ჩაიდვას) და ა.შ.
მაგრამ ძალიან კარგად იცის, როგორ მოიფიქროს ყველაზე დიდი სისულელე, ისეთი, რომელზეც მეორე დღეს მთელი საქართველო ილაპარაკებს.
- შეუძლია დაენიძლავოს მეგობრებს, რომ მას შეუძლია მივიდეს ნიჭიერში, ეღადავოს ჟიურის, პროექტის ავტორებს…
- ვინც მხოლოდ მისი ორიგინალური ნომრით დაამტკიცებს- მთავარი არ არის პლასტიკა გქონდეს ან ძალიან მაგარი ხმა, რომ ყველამ გაგიცნოს და 1 დღეში გახდე პოპულარული.
- უყვარს Jackass და სწორედ ეს შეშლილი ადამიანები არიან მისთვის ყველაზე ნიჭიერები.
- ვისი შეყვარებულიც დაჟინებულად მოითხოვს, რომ ნიჭიერის სცენიდან ხელი დაუქნიონ!!!
- ვინც იცის, რომ საზამთროს მხოლოდ საკვები დანიშნულება არ აქვს!
- ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობს და თვლის, რომ პოსტის ავტორი სწორედ მასზე წერს, მაგრამ ძალიან, ძალიან უნიჭოდ!!!
თუ აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთს, ორს, სამს ან ყველას ერთად, “ნიჭიერი” ონლაინ გამოწვევას გთავაზობს! მოიფიქრე ყველაზე ორიგინალური ნომერი და გარანტირებულად მოხვდები ნიჭიერის ქასთინგზე, როგორც სპეციალური, არარიგითი მონაწილე. გახდი ნიჭიერის მოვლენა!!! დაგვეკონტაქტე შენი იდეებით იმეილზე casting@nichieri.ge.

რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა





